ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2.2 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.7%-ია.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა