შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. 2015 წლის ნოემბერში 144 155 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში 164 440. იანვარ-ნოემბერში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 19.3% შეადგინდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ნოემბერში 5%-ით გაიზარდა, იანვარ-ნოემბერში კი, ჯამურად, 8%-ით არის გაზრდილი.
ოქტომბერში ყველაზე მეტი (132 010) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 113 122 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 92 344 ვიზიტორით.