ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 88 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.5 მლნ ლარით (15%-ით) ნაკლებია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა 400 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 320 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 80 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგება 738 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგებაზე 32 მლნ ლარით (5%-ით) მეტია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში