ოქტომბერში ფულადი გზავნილები 27.4 პროცენტით შემცირდა

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 27.4 პროცენტით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ფულადი გზავნილები 34 მილიონი დოლარით (27.4%-ით) შემცირდა. იანვარ-ოქტომბერში კი ჯამში 327 მილიონი დოლარით (27%-ით) შემცირდა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 26 მილიონი დოლარით (42%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე ადგილებზეა საბერძნეთი. ოქტომბერში საბერძნეთიდან გზავნილები 8 მილიონი დოლარით (50%-ით) შემცირდა. 1.5 მილიონი დოლარით (21%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 12 თვეში გზავნილები 386 მლნ დოლარით არის შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *