ოქტომბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 11.5 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 11.5 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2019 წლის ოქტომბერში, 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, 16 მლნ დოლარით, 11.5%-ით გაიზარდა. ოქტომბერში სულ 153 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.3 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

სექტემბერში 1.8 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 10 თვეში 28 მლნ დოლარით შემცირდა.

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, ყირგიზეთიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 1.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 8.8%-ით (115 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

2018 ოქტომბერი

2019 ოქტომბერი

ზრდა

იტალია

16.9

21.0

4.2

ყაზახეთი

1.4

3.2

1.8

უკრაინა

2.6

4.3

1.7

ისრაელი

12.0

13.6

1.6

ყირგიზეთი

1.7

3.2

1.5

აშშ

14.3

15.2

0.9

გერმანია

3.8

4.5

0.7

პოლონეთი

2.2

2.9

0.7

სომხეთი

0.7

1.3

0.6

საბერძნეთი

15.3

15.9

0.6