BioNTech–მა, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer–თან ერთად შექმნა, კვარტალური შემოსავლების ანგარიშში განცხადა, რომ პრეპარატი კორონავირუსის სახეცვლილ ფორმებთან გასამკლავებლად რაიმე სახის ადაპტაციას არ საჭიროებს. აღნიშნული განცხადება ეფუძნება ბოლო პერიოდში ჩატარებულ ორ კვლევას, რომელთა თანახმად, mRNA ადამიანებს COVID-19-ის იმ მოდიფიცირებული სახეობებისგანაც იცავდა, რომლებიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ბიოტექნოლოგიური ფირმა მზად იყო, მისი ვაქცინით გამკლავებოდა კორონავირუსის სახეცვლილ ინფექციებს, კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით მარტში აცრების ტესტირება მაინც დაიწყო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ BioNTech იმუნიტეტის გახანგრძლივებისა და ახალი შტამებისგან თავდაცვისთვის ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზის შესაძლო დადებით გავლენაზეც საუბრობს.
ცნობისთვის, BioNTech-მა და მისმა პარტნიორმა Pfizer–მა ხელი მოაწერეს განკარგულებებს, რომლებიც ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის წარმოებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს კომპანიები 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ.