ფარელ უილიამსი და ADIDAS ORIGINALS-ი წარმოგვიდგენს: SUPERSTAR ‘SUPERSHELL

ფარელ უილიამსი და ADIDAS ORIGINALS-ი წარმოგვიდგენს: SUPERSTAR ‘SUPERSHELL

Adidas Originals-ისა და ფარელ უილიამსის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია სახელწოდებით Superstar ‘Supershell’. ახალი ფეხსაცმლის ცხვირებზე წარმოდგენილია უამრავი მხატვრის მიერ შექმნილი დიზაინი, რაც უილიამსისა და სხვა არაერთი შემოქმედის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მომღერალი და მუსიკალური პროდიუსერი ფარელ უილიამსი დაუკავშირდა ნიუ-იორკელ თანამედროვე მხატვარს, ტოდ ჯეიმსს, ბრიტანულ-ერაყული წარმოშობის არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს, ამერიკელ ფოტოგრაფსა და რეჟისორს, კას ბერდს და იაპონელ მხატვარ მრ.-ს. მათ ერთად შექმნეს სპორტული ფეხსაცმლის სრულიად ახალი ცხვირი, რომელზეც სხვადასხვა ნახატია წარმოდგენილი.

ახალ დიზაინში წარმოდგენილ გრაფიკულ ნამუშევრებში აისახება ფარელ უილიამსის ინტერესი სიცოცხლის ძალისა და ენერგიის მიმართ და მათი კავშირი ფერებთან. მეორე მხრივ, წარმოდგენილია ე.წ. გრავირებული კოლექცია, რომელიც მოიცავს საგანგებოდ შექმნილ 3D დიზაინს Shelltoe-ს სპორტული ფეხსაცმლისთვის.

ახალი ფეხსაცმელი წარმოდგენილია შავსა და თეთრ ფერებში, მისი გასაყიდი ფასი $100 იქნება. ფეხსაცმლის გლობალური გამოშვება ბაზარზე 7 აგვისტოსათვისაა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *