30 სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალმა 12.9 მილიარდ ლარს მიაღწია

30 სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალმა 12.9 მილიარდ ლარს მიაღწია

30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42.5%-ია. 2012 წლის ბოლო აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის აგვისტოს ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 9.8 მილიარდი ლარი იყო, სექტემბრის ბოლოს უკვე 10 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტემბერში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 13 მილიონით გაიზარდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 177 მილიონით გაიზარდა. საშინაო ვალი კი სექტემბერში 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.