Philip Morris-მა და British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს

Philip Morris-მა და British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს

Philip Morris-მა და British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მომჩივანი მხარეები ქართული კომპანიები “თბილისის თამბაქო” და “ო-ჯი-თი” იყვნენ.

“ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედს“ (British American Tobacco Georgia Limited) , “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ&რ დისტრიბუშენს“ დაკისრებული ჰქონდათ ზიანის ანაზღაურება 100.537.172 აშშ დოლარის ოდენობით შპს “ოჯთ“-ს სასარგებლოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ ას მილიონზე მეტი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვის თაობაზე.

“თბილისის თამბაქოს“ საჩივარზე 93 მილიონამდე ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული Philip Morris-ს. საქალაქო სასამართლომ თებერვალში მიიჩნია, რომ კომპანია კონკურენციის პრინციპებს არღვევს და ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებს, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.