ფუფუნებაში ცხოვრება: წლის ყველაზე დეკადენტური წიგნი

ფუფუნებაში ცხოვრება: წლის ყველაზე დეკადენტური წიგნი

1898 წელს ახალგაზრდა მეწარმემ, ცეზარ რიცმა, პარიზში სასტუმრო გახსნა; დანარჩენი კი, როგორც ამბობენ, ისტორიაა. Ritz Paris მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროდ იქცა. მისი „მოკრძალებული” მეტსახელია „სასტუმროების მეფე და მეფეების სასტუმრო”. ამ დაწესებულების უდიდესმა სიმდიდრემ საფუძველი დაუდო გამოთქმებს „ritzy” (ანუ ძვირფასი, მოდური) და „putting on the Ritz”, რაც ფუფუნებაში ცხოვრებას ნიშნავს.

  მაგრამ ცეზარ რიცი არ არის ერთადერთი სახელგანთქმული და ამჟამად უკვე სიმბოლოდ ქცეული სახელი,რომელიც ამ დიდებული სასტუმროს გახსნასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი, რამაც მაშინვე გამოარჩია Ritz სხვა სასტუმროებისაგან, მისი საუცხოო სამზარეულო გახლდათ. მის ლეგენდარულ რესტორან L’Espadon -ს კი უძღვებოდა არანაკლებ ლეგენდარული აუგუსტ ესკოფიერი, ვისი სახელიც გაიგივებულია მაღალი დონის კერძებთან და საუკეთესო გასტრონომიასთან. ეს რესტორანი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად არის მიჩნეული და ამჟამად, შესაშურ-მიშლენის ორ ვარსკვლავს ფლობს. ახლანდელმა შეფ-მზარეულმა მაიკლ როტმა კულინარიის სფეროში არსებული თითქმის ყველა მაღალი ჯილდო მოიპოვა,Bocuse d’Or -ის, Prix Taittinger -ის, Prix Escoffie-ისა და Order of France-ს ჩათვლით. 

  სწორედ მაიკლ როტია მთავარი ავტორი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კულინარიული წიგნისა Ritz Paris, Haute Cuisine, რომელიც ოფიციალურად სულ ახლახან გამოვიდა გასაყიდად. მისი თანაავტორი ჟან-ფრანსუა მესპლედი დიდი ხნის განმავლობაში იყო სახელგანთქმული ცნობარის, Michelin Guide to France-ის („მიშლენის გზამკვლევი საფრანგეთში”)დირექტორი, ხოლო შესავალი დაწერილია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი შეფ-მზარეულის, სამვარსკვლავიანი წოდების მფლობელ პოლ ბოკიუზის მიერ. წიგნი შეიცავს რესტორნის ცივი კერძების, მთავარი კერძებისა და დესერტის 66 შესანიშნავ კლასიკურ რეცეპტს, რომლებიც არაპროფესიონალისათვის საკმაოდ რთული მოსამზადებელია, მაგრამ თითოეული მათგანი დეტალურად არის აღწერილი და დასურათებული ჯეიმს ბიარდის ჯილდოს ნომინანტ გრანტ საიმონის მიერ. 

  წიგნი Flammarion -მა გამოსცა და ისევე ლამაზად არის გაფორმებული, როგორც მისი რეცეპტები. 304 გვერდზე განთავსებულ 200-მდე ფოტოსთან ერთად, ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ის შესანიშნავი სადღესასწაულო საჩუქარია თქვენი გურმანი ახლობლებისათვის ან მათთვის, ვისაც ფრანგული სამზარეულო უყვარს.$60 ერთი ეგზემპლარისათვის შესაძლოა ძვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ Amazon -ზე მისი შეძენა მხოლოდ $32.50-ად შეგიძლიათ.