Pokemon Go-ს შემქმნელებს აშშ-ის მოქალაქეები უჩივიან

Pokemon Go-ს შემქმნელებს აშშ-ის მოქალაქეები უჩივიან

მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ სენტ-კლერში მცხოვრები ოჯახური წყვილი  Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივის. ისინი მოითხოვენ კომპენსაციას იმ დისკომფრტის გამო, რომელიც მათ პოკემონებზე მონადირეებმა შეუქმნეს. ჯეიმი და სკოტ დოდიჩების მტკიცებით, მას შემდეგ რაც ეს თამაში წარმოებაშია მათი მშვიდი ქუჩა “კოშმარად იქცა”, რისი მიზეზიც თამაშის ათობით თაყვანისმცემელია, რომლებმაც ადგილობრივი პარკის ოკუპირება მოახდინეს.

წყვილი ამტკიცებს, რომ მოთამაშეები არღვევენ კანონმდებლობას პირადი ცხოვრების  და საკუთრების ხელშეუხებლობის ნაწილში, მანქანებს აჩერებენ მათი სახლების წინ, მათ ბაღებში გადადიან და იყურებიან სახლების ფანჯრებში, გათენებამდე ემალებიან პოლიციელებს ბუჩქებში. “ჩვენ არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მაშინაც კი, როცა საკუთარი სახლის ზღურბლზე ვსხედვართ” – ნათქვამია საჩივარში,. განმცხადებლები სასამართლოს სთხოვენ, რომ მათ სარჩელს კოლექტიურის სტატუსი მიენიჭოს, რომ ნებისმიერმა აშშ-ს მოქალაქემ, რომელიც თავს პოკემონებზე მონადირეებისგან დაზარალებულად მიიჩნევს, მათ მიერ ინიცირებულ სარჩელზე მიერთება შეძლოს.