მთავრობის ადმინისტრაციის სარეკლამო ხარჯები 2017 წელს რეკორდულად გაიზარდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი ძალა პიარში “მოიკოჭლებს” და ამ მიმართულებაზე დიდად არც ზრუნავს, რის გამოც, გაკეთებული საქმეების ნაწილი მოსახლეობის ყურამდე სათანადოდ ვერ აღწევს. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” უკანასკნელი კვლევიდან გაირკვა, საქმე პირიქითაა.