ქართული ბანკები: სოციალური პასუხისმგებლობის შესანიშნავი შვიდეული

ქართული ბანკები: სოციალური პასუხისმგებლობის შესანიშნავი შვიდეული

ვინაიდან რეიტინგული დათვლები რიგითობით ხასიათდება, შევარჩიეთ პირველი შვიდეული იმ ბანკებს შორის, რომლებმაც ყველზე მეტი დახარჯეს სოციალურ პასუხისმგებლობაზე 2017 და 2016 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ “შესანიშნავი შვიდეულის” ჯამური ბიუჯეტი უცნობია, მცირე ბანკებში CSR-ის მიმართულებით აქტივობაზე აღნიშნავენ, რომ მათი ჩართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის გარემოს დაცვისა და განათლების სექტორებში.

პასუხისგმებლობის ადრესატები

აღსანიშნავია, რომ ბანკების უმრავლესობა ჩართულია 2017 წლის აგვისტოში, ხანძრების შედეგად დამწვარი ტყეების აღდგენაში. მეტი პირველმა ორმა ბანკმა გაიღო. ხანძრის პრევენციისთვის საქართველოს ბანკის მხრიდან 1,000,000 ლარი გამოიყო. ქვეყნის ერთ- ერთი უმსხვილესი ბანკი ყოველწლიურად საქართველოს 10 დაცული ტერიტორიის მხარდაჭერის მიზნით “კავკასიის ბუნების ფონდს” (CNF) 100,000 აშშ დოლარის გრანტით აფიანანსებს. თიბისი ბანკმა აიღო ვალდებულება, რომ დააფინანსოს 10 ჰექტარი ტყის აღდგენა ბორჯომის ტყე-პარკში. ბორჯომში ხეების დარგვის ინიციატივას შეუერთდა ფინკა ბანკიც. კრედო ბანკმა გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის 5663 ლარი გაიღო.

საინტერესო მიმართულებაა სპორტი და განათლება. ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებული მიმართულება კი კულტურის სფერო აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ 3 ბანკი აფინანსებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.