ყველაზე მაღალანაზღაურებადი დი-ჯეები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი დი-ჯეები

კალვინ ჰარისს მშვენიერი წელი ჰქონდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში შოტლანდიური კლუბების დი-ჯეიმ $66 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და გამოუშვა ალბომი, რომელიც აშშ-ის საცეკვაო მუსიკის ჩარტებში მოწინავე ადგილს იკავებდა. ამჟამად იგი ტეილორ სვიფტს ხვდება, რითაც ჯეი-ზიმ და ბიონსემ მუსიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილის გვირგვინი დაკარგეს.

ჰარისი პირველ ადგილს იკავებს ჩვენს რეიტინგში; მან თითქმის ორჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მეორეადგილოსანმა დევიდ გეტამ – ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, რომელმაც წელს $37 მილიონი იშოვა. ცუდი არაა ბიჭისთვის, რომელიც 10 წლის წინ შოტლანდიის აგრარულ სუპერმარკეტში მუშაობდა. იგი მადლიერია წარმატებისთვის: „დენსმუსიკის აღზევება ასტრონომიული ტემპით მოხდა, – უთხრა მან Forbes-ს 2013 წელს, – მე კი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი“.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს forbes.com/electronic-cash-kings

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *