რა არის ევრობონდი?

რა არის ევრობონდი?

ევრობონდი (ინგლისურად Eurobond) არის უცხო ქვეყნის ვალუტაში გამოშვებული ობლიგაცია, ანუ ის ზოგადი ტერმინია და არ ნიშნავს მხოლოდ ევროში ნომინირებულ ობლიგაციებს. მაგალითად, როდესაც საქართველოს მთავრობა ლარის გარდა, ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში გამოუშვებს ობლიგაციებს, ეს იქნება ევრობონდი. ევრობონდი პირველად 1963 წელს გამოუშვეს და მას არაფერი ჰქონდა საერთო 1999 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში მიმოქცევაში გაშვებულ ვალუტასთან – ევროსთან. სიტყვაში „ევრო“ გაჩნდა იმიტომ, რომ თავიდან ევრობონდები მხოლოდ ევროპაში გამოდიოდა.

თავის მხრივ, ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ სესხის მიღების მიზნით.