რა არის კაპიტალიზმი?

რა არის კაპიტალიზმი?

კაპიტალიზმი (ინგლისურად Capitalism) არის ქვეყნის მოწყობის ეკონომიკური სისტემა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებები კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია და მესაკუთრეები საკუთარ ქონებას სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ. კაპიტალიზმის ძირითადი მახასიათებლებია: ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმი, კაპიტალის დაგროვება, კონკურენტული ბაზრები, კერძო საკუთრების უფლება, ნებაყოფლობითი გაცვლა და შრომის კომერციალიზაცია.

კაპიტალიზმის შემდეგ მექანიზმებს ეყრდნობა: საბაზრო ეკონომიკაში შრომის, საქონლისა და მომსახურების ფასს მასზე მოთხოვნა და მიწოდება ადგენს, დაგროვილ კაპიტალს კი ფინანსური ბაზრები ანაწილებს ინვესტიციების მოგებიანობის მიხედვით.