რა არის კრონი-კაპიტალიზმი?

რა არის კრონი-კაპიტალიზმი?

კრონი-კაპიტალიზმი (ინგლისურად Crony capitalism) არის ქვეყნის მოწყობის ეკონომიკური სისტემა, როდესაც ბიზნესს ძირითადად კერძო მესაკუთრეები აწარმოებენ, მაგრამ მნიშვნელოვან სარგებელს მთავრობასთან ახლო ურთიერთობებით იღებენ. სახელმწიფოსგან კონკრეტული ბიზნესმენები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული. ეს განპირობებულია მათზე მორგებული კანონმდებლობით (იზღუდება კონკურენცია), მთავრობისგან ფულის მიღებით და კორუფციით. მაგალითად, როდესაც კონკრეტული ბიზნესმენები უფრო მარტივად იღებენ სახელმწიფოსგან ნებართვებს, გრანტებს, კონტრაქტებს და სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით.

საბოლოო ჯამში, კრონი-კაპიტალიზმის დროს საწარმოს ფინანსურ წარმატებას არა კონკურენტულ ბაზარზე ძლიერი პოზიციები, არამედ მთავრობასთან დაახლოება განაპირობებს. კრონი კაპიტალიზმის დროს სიმდიდრე ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში იყრის თავს.