ფისკალური რისკი (ინგლისურად Fiscal risk) არის ფისკალური მაჩვენებლების გადახრის შესაძლებლობა იმ მაჩვენებლებისაგან, რომლებიც განისაზღვრა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე ან ფისკალური პროგნოზების მომზადებისას. ფისკალური რისკი მხოლოდ სახელმწიფო ფინანსებში გვხვდება. მაგალითად, თუ ქვეყნის ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-ის მიმართ 3% დეფიციტზე და არსებობს რისკი, რომ მეტი იყოს. დაგეგმილზე მეტი დეფიციტის მოლოდინი არის ფისკალური რისკი.
ფისკალური რისკის გაუთვალისწინებლობა ან არაეფექტიანი მართვა სახელმწიფოს ვალდებულებების ზრდას იწვევს, ართულებს დაფინანსების მოზიდვას და სახელმწიფოს მოკლე- და საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ მდგრადობას უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ფისკალური რისკის სათანადო ანალიზი, ანგარიშგება და მართვა.