სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (ინგლისურადHarmonized Index of Consumer Prices – HICP) არის ფასების ცვლილების დონის გამოსათვლელი მეთოდოლოგია, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან განსხვავდება იმით, რომ მოიცავს როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე პირადი მოხმარების მიზნით საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს. ინდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფოსა თუ ინსტიტუციური დაწესებულებების (მაგალითად, საავადმყოფოები, ციხეები, თავშესაფრები და სხვ.) მიერ გაწეულ ხარჯებს. სხვა მხრივ, ის მეთოდოლოგიურად სამომხმარებლო ფასების ინდექსის მსგავსია.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ და ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს წარმოადგენს.