ზედნადები (ინგლისურად a bill of lading) არის ბუღალტრული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება და გაცემა ხორციელდება. ზედნადები აუცილებლად უნდა ახლდეს საქონელს სატრანსპორტო გადაზიდვის დროს. მასში მითითებულია გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია: გადასატანი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, გადაზიდვის ტიპი, საქონლის მიმწოდებელი და მიმღები მხარის რეკვიზიტები, სატრანსპორტო საშუალების აღწერა და ა.შ. ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია აკრძალულია.
ზედნადების ფორმას, მისი გაცემისა და გამოყენების წესებს სახელმწიფო ადგენს. საქართველოში ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციას ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს.