მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს იმის მიხედვით აფასებს, თუ რამდენად არიან ისინი მზად ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მომავლისთვის და წარმოებისთვის.
WEF აღნიშნავს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მსოფლიოში ძალას იკრებს, კერძო და საჯარო სექტორი კი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც „მომავლის წარმოებას“ ეხება.
კვლევა ქვეყნებს სხვადასხვა ინდიკატორებით აფასებს, მათ შორის ერთ-ერთია „წარმოების მამოძრავებელი დარგები“. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს მსოფლიოში 54-ე ადგილი უკავია, ქვეყნის სარეიტინგო ქულა კი 10-დან 4,9-ს შეადგენს.
სხვადასხვა კრიტერიუმებში კი საქართველოს პოზიცია შემდეგია:
ტექნოლოგია და ინოვაციები – სარეიტინგო 5 ქულით საქართველო მსოფლიოს 100 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა. კრიტერიუმში მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოსდევს გაერთანებული სამეფო და შვეიცარია, – აღნიშნული ქვეყნები მომავალში წარმოების განვითარებისთვის ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად მზად არიან.
ადამიანური კაპიტალი – სარეიტინგო 4,5 ქულით საქართველო მსოფლიოში 71-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს ყველაზე ცუდი პოზიცია მიგრაციისა და სამსახუროებრივი ტრეინინგების კომპონენტში აქვს და ორივე მათგანში ბოლო პოზიციას მხოლოდ 1 ადგილით ჩამორჩება და მსოფლიოში 99-ე ადგილზეა.
საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები – საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა კი 5,5-ია. საუკეთესო პოზიცია საქართველოს ვაჭრობის ტარიფების ქვეკრიტერიუმში აქვს, რითიც მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ყველაზე დაბალი შეფასება კი ქვეყანამ ლოგისტიკის კრიტერიუმში დაიკავა, – მსოფლიოში 98-ე ადგილი.
ინსტიტუციური ჩარჩო – საქართველო 4,9 ქულით მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. სხვადასხვა ქვეკრიტერიუმებში საქართველოს პოზიცია კი შემდეგია: რეგულაციების ეფექტურობა – მე-11-ე ადგილი, კორიფციის შემთხვევები – 33-ე ადგილი, მომავალზე ორიენტირებული მთავრობა – მესამოცე ადგილი, კანონის უზენაესობა – 45-ე ადგილი.