მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2017 წელს 2,2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბანკის ბოლო პროგნოზთან შედარებით 0,3%-ით არის გაზრდილი. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს დაჩქარდება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება.
რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეკონომიკის შემცირებაა მოსალოდნელი აზერბაიჯანია. ყველაზე მაღალ ზრდას კი მსოფლიო ბანკი თურქმენეთში ელოდება.
ალბანეთი – 3.5%
სომხეთი – 3.7%
აზერბაიჯანი – -1.4%
ბელორუსი – 1.8%
ბოსნია და ჰერცოგოვინა – 3.0%
ბულგარეთი – 3.8%
ხორვატია – 2.9%
საქართველო – 4.0%
ყაზახეთი – 3.7%
კოსოვო – 4.1%
ყირგიზეთის რესპუბლიკა – 3.5%
მაკედონია – 1.2%
მოლდოვა – 3.0%
მონტენეგრო – 4.2%
პოლონეთი – 4.0%
რუმინეთი – 5.5%
რუსეთი – 1.6%
სერბეთი – 1.7%
ტაჯიკეთი – 5.2%
თურქეთი – 4.0%
თურქმენეთი – 6,4%
უკრაინა – 2%
უზბეკეთი – 6,2%