საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის ივნისში, 2017 წლის ივნისთან შედარებით, 17 მლნ დოლარით (15%-ით) გაიზარდა. ივნისში სულ 135 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს ივნისში საქართველოში 135 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა. ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
იანვარ-ივნისში, ჯამში, 744 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 18%-ით (115 მლნ დოლარით) მეტია.
2009 წლიდან 2014 წლამდე ფულადი გზავნილები იზრდებოდა და რეკორდულ მაჩვენებელს 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2014-2015 წლებში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შემცირდა. შემდეგ ზრდა დაიწყო და 2017 წელს 64%-ით მეტი იყო, ვიდრე 2009 წელს, თუმცა ჩამორჩებოდა 2013-2014 წლების მაჩვენებელს. 2018 წელს ფულადი გზავნილები საკმაოდ სწრაფად იზრდება და დიდი ალბათობით, წელს სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდება (დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი).
გრაფიკი: საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები, მლნ აშშ დოლარი