როგორ შეიცვალა ბენზინის ფასი წლის განმავლობაში საქართველოში

როგორ შეიცვალა ბენზინის ფასი წლის განმავლობაში საქართველოში

2017 წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო საცალო ფასი  გასამართ სადგურებზე 1,85-2,09 ლარს შეადგენდა ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინის – 2,09-2,19 ლარს ლიტრაზე, ზოლო დიზელის კი 1,94-2,15 ლარს ლიტრაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ფასი ეტაპობრივად იზრდებოდა თებერვლის თვის ბოლომდე. კერძოდ:, რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,09-2,25 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,29-2,36 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 2,09-2,30 ლარი/ლიტრაზე.

მარტიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს და აგვისტოსთვის რეგულარი ტიპის ბენზინის  ფასი ლიტრზე  1,85-2,07 ლარს შეადგენდა, პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი  2,09-2,18 ლარს ლიტრზე, დიზელის საწვავის ფასი კი 1,89-2,04 ლარს ლიტრზე.

აგვისტოდან საწვავის ფასი კვლავ ზრდას იწყებს. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,23-2,34 ლარი/ლიტრაზე;

პრემიუმ ტიპის ბენზინი – 2,33-2,46 ლარი/ლიტრაზე;

დიზელის საწვავი – 2,33-2,42 ლარი/ლიტრაზე.

საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. წლის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,64-2,70 ერთეულს, თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარმა ეტაპობრივად  გამყარება დაიწყო და აგვისტოს თვეში ის შეადგენდა 2,38-2,40 ერთეულს. ოქტომბრის თვიდან დეკემბრის თვემდე ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და ნოემბრის თვის ბოლოს და დეკემბრის თვის დასაწყისში შეადგენდა 2,70-2,72 ერთეულს. მხოლოდ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დაიწყო ლარმა კვლავ გამყარება და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,54-2,55 ერთეულს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.