ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 86 მილიონი ლარით გაიზარდა

ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 86 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის ნოემბერში წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 917 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 86 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 831 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, ლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდა მნიშვნელოვანწილად ლარის კურსის გაუფასურების ეფექტითაა გამოწვეული. დოლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტები 102 მლნ დოლარით გაიზარდა.

2016 წლის ნოემბერთან შედარებით, 2017 წლის ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.8 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 362 მლნ დოლარით.

ნოემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68.1% შეადგინა. ოქტომბერში დოლარიზაცია 67%, ხოლო ერთი წლის წინ 71.6% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 14.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 6.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

ფიზიკურ პირებს ლარში 2.3 მილიარდი ლარის დეპოზიტი აქვთ განთავსებული, ხოლო უცხოურ ვალუტაში 8.6 მილიარდი ლარის. იურიდიულ პირებს ლარში 4.4 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 5.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი აქვთ განთავსებული.

2017 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ია, ერთი წლის წინ 3.2% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 7.8% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *