რომელ ქვეყანებში ემსხვერპლა ყველაზე მეტი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევებს?

რომელ ქვეყანებში ემსხვერპლა ყველაზე მეტი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევებს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 1.35 მილიონი ადამიანი იღუპება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიზანი 2030 წლისთვის ამ რიცხვის განახევრებაა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 5-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანებშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევების ნახევარი ფეხით მოსიარულეებზე, ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების მძღოლებზე მოდის.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა არსებობენ ქვეყნებიც, სადაც 10-დან 9 ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვება. ასეთს უმეტესად დაბალ- და საშუალოემოსავლიანი სახელმწიფოები წარმოადგენენ.

სტატიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, სადაც ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სტატისტიკას ეფუძნება. სტატისტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული უკანასკნელი ანალიზია.

ანგარიშის თანახმად, პროპორციულად ყველაზე მეტი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დომინიკელთა რესპუბლიკაში იღუპება. აქ აღნიშნული მიზეზით გარდაცვალების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 64.6-ია. მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფო ზიმბაბვეა, სადაც ყოველ 100,000 ადამიანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი იღუპება. მესამე ქვეყანას კი ვენესუელა წარმოადგენს (39 გარდაცვალება ყოველ 100,000 მოსახლეზე).

რეგიონული განაწილების მიხედვით, ყველაზე ცუდი სიტუაცია აფრიკაშია. 20 ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდან 15 სწორედ აფრიკაში მდებარეობს.

საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 12.41-ს უტოლდება. შედარებისათვის, გერმანიაში ეს მონაცემი 3.78-ს უდრის.