2017 წელს საქართველოს იმპორტმა 7 979 მლნ, ხოლო ექსპორტმა 2 728 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო – 5 252 მლნ დოლარით. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 98 ქვეყანასთან ჰქონდა.
საქართველოს 2017 წელს ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თურქეთთან ჰქონდა – 1 156 მლნ დოლარი. თურქეთში საქართველოს ექსპორტმა 217 მლნ, ხოლო იმპორტმა 1 373 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 525 მლნ დოლარით. შემდეგ რუსეთი და გერმანია მოდის 394-388 მლნ დოლარის უარყოფითი სავაჭრო სალდოთი.
ცხრილი: ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს
| ქვეყანა | უარყოფითი ბალანსი, მლნ აშშ დოლარი |
1 | თურქეთი | -1156 |
2 | ჩინეთი | -525 |
3 | რუსეთი | -394 |
4 | გერმანია | -388 |
5 | აზერბაიჯანი | -338 |
6 | უკრაინა | -321 |
7 | იტალია | -148 |
8 | აშშ | -146 |
9 | იაპონია | -131 |
10 | რუმინეთი | -116 |
წყარო: საქსტატი