საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 856 ლარი შეადგინა. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 10%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7.6%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1757 ლარი. მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობა – 1256 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორია – 1122 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 458 ლარი.
სექტორები | 2015 წელი |
ყველა სექტორის საშუალო | 855.9 |
საფინანსო საქმიანობა | 1757 |
სახელმწიფო მმართველობა | 1251 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 1122 |
მშენებლობა | 1102 |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 1086 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1084 |
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა | 998 |
ჯანმრთელობის დაცვა | 807 |
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 731 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 719 |
ვაჭრობა | 714 |
სოფლის მეურნეობა | 545 |
სასტუმროები და რესტორნები | 536 |
განათლება | 458 |