რომელი ქვეყნებიდან იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა

რომელი ქვეყნებიდან იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა

2017 წლის იანვარ–თებერვალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 755 080 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან +10.5%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 294 001 (+24.3%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.1%), სომხეთიდან (+18.2%), თურქეთიდან (-11.6%), რუსეთიდან (+35.9%) და უკრაინიდან (+18.9%) განხორციელდა.

იანვარ-თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა (2016 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით) 31 404 კაცით, მეორე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც 24 329 ვიზიტორით მეტი ჩამოვიდა, ხოლო მესამეზე ირანია 12 484-იანი ზრდით. აღნიშნულ 2 თვეში ვიზიტორების ზრდა სულ დაახლოებით 71 000-ია, საიდანაც 68 000 სწორედ რუსეთზე, სომხეთზე და ირანზე მოდის.

 

ქვეყანა

ცვლილება

ცვლილება %

2016: იან–თებ

2017: იან–თებ

1

რუსეთი

31404

35.90%

87388

118792

2

სომხეთი

24329

18.20%

134022

158351

3

ირანი

12484

438.50%

2847

15331

4

უკრაინა

3211

18.90%

17017

20228

5

ინდოეთი

3061

128.70%

2378

5439

6

ფილიპინები

1370

47.40%

2889

4259

7

ყაზახეთი

718

21.20%

3384

4102

8

აზერბაიჯანი

228

0.10%

221663

221891

9

აშშ

140

4.30%

3226

3366

10

თურქეთი

-19790

-11.60%

170809

151019