როცა სახლი გაქვს "დრიმლენდში"

როცა სახლი გაქვს "დრიმლენდში"

როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოიდგინონ, სად სურთ ცხოვრება და შეარჩიონ გარემო სახლისთვის, ბევრი ადგილი არ დახვდებათ, სადაც ისინი მათთვის დახურულ მცირე ქალაქს იპოვიან, სადაც შეეძლებათ დაისვენონ როგორც სახლში, მთისა და ზღვის შესაყარზე, მშვიდ, ჯანმრთელ გარემოში, სადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს, მოსწყდებიან ნაჩვევ რეალობას, მაგრამ წინა საუკუნეში კი არ გადაინაცვლებენ, არამედ დარჩებიან თანამედროვენი განსხვავებულ ესთეტიკაში.

ასეთ გარემოში ბათუმიდან მოსახვედრად 15 წუთი დაგჭირდებათ. “დრიმლენდ ოაზისი” ჩაქვში, ზღვის სანაპიროზეა განლაგებული.

ბევრი რამ იყო ჩაქვში ამგვარი გარდასახვის მისაღწევად: ბუნებრივ-რეკრეაციული გარემო, ზღვა, მთა, ფანტასტიკური ბუნება. “დრიმლენდის” გუნდს დასჭირდა მუშაობა, რათა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიეწვდინა ხმა, რომ აქ არის საძიებო განწყობილებაც; ის რისთვისაც მოგზაურობენ, იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და ხშირად ძიებაში დასვენების შესაძლებლობაც იკარგება. ამოცანა იყო, რომ ეს ემოცია აქ ცხოვრებასა და დასვენებაში ეპოვა ყველას.

“დრიმლენდის” მშენებლობის ხელოვნებაც ამ განწყობის შექმნაა. აქ იგება ბევრი განსხვავებული დანიშნულების ობიექტი საერთო მიზნით – კომფორტული დასვენების განწყობისათვის.

ამისთვის უწვეტ რეჟიმში იქმნება თანამედროვე კულტურის საუკეთესო ელემენტებით გაჯერებული ესთეტიკა, რაც კომპლექსის თითოეული მცხოვრების კომფორტს უზრუნველყოფს.

ცხოვრების ამ წესის მიზიდულობას ჯერ კიდევ ჭიშკრებთან იგრძნობთ – ასწლოვანი ევკალიპტების კორომი შემოსასვლელთან და ფარდა მთელი კომპლექსის გასწვრივ ერთგვარი გზავნილია მობინადრისთვის, რომ მისი კომფორტული ცხოვრება უზრუნველყოფილი და დაცულია.

აქ მიზანი მხოლოდ კომფორტული სახლების აშენება და კარგი კოქტეილის მომზადება არ არის. ეს გაცილებით ადვილი იქნებოდა – პროექტის შემქმნელებს მათი ცხოვრების წესის სხვა ღირებულებებზე გადართვა და იმ სურვილების გათვალისწინება ჰქონდათ მიზნად, რომლებიც მათთვის ყველაზე სასურველი ემოციების მიღებასთანაა დაკავშირებული – მათ #DreamHome, #DreamEvent, #DreamVacation … #DreamLand-ის შექმნა სურდათ.

კომპლექსი ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირველადი მომსახურებითაა უზრუნველყოფილი, ეს გახლავთ: დალაგება, ტექნიკური მომსახურება, რეცხვა, ქიმწმენდა, კურიერი, კონსიერჟი, 24-საათიანი დაცვა, საბავშვო ბაღი, ძიძა, კვების მიწოდების 24-საათიანი სერვისები, უამრავი გასართობი ობიექტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, აკვაპარკი, კინოთეატრები.

კომპლექსი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მომხმარებლისთვის ეს განახლება ზაფხულის სეზონიდან იქნება მისაწვდომი, რაც კომპანიისთვის ძალიან აქტიურ სამუშაო რეჟიმს ნიშნავს. შენდება ახალი კონცეფციის კლუბი და რესტორანი, სპა, დასრულდა აკვაპარკი. ეს ძალიან მასშტაბური გეგმების მხოლოდ ნაწილია.

კომპლექსში აპარტამენტის ფლობა არა მხოლოდ კომფორტი და პრივილეგიაა, არამედ მოგებიანი ინვესტიციაც. სხვადასხვა ტიპის აპარტამენტების კვადრატული მეტრის ფასი 1,400 დოლარიდან იწყება. მფლობელები ასევე შეძლებენ აპარტოტელის სერვისებით სარგებლობას.

კომპანია მომხმარებელს ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული აქციით ხვდება – ელიტურ აპარტამენტებზე, რომლებსაც საკუთარი გამწვანებული ეზოები აქვს, 30 ივნისამდე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს – მწვანე აპარტამენტები მდებარეობს როგორც ზღვის პირველ, ასევე მეორე ზოლში. სპეციალური დაგეგმარების აპარტამენტების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა დასასრულს მიუახლოვდა ახალი, 12 ჰექტარზე განთავსებულ კომპლექსში ერთადერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც.

“საქართველოს ბანკის” პარტნიორობით მომხმარებელს იპოთეკით შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლიათ.

როცა სახლი გაქვს “დრიმლენდ ოაზისში”, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენება განსაკუთრებულად მოსახერხებელი ხდება – “დრიმლენდი” ამისთვისაა შექმნილი.