Bloomberg: რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

Bloomberg: რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი, რაც ვერ შეძლო.

Bloomberg-ის თანახმად, ეს 1918 წლის შემდეგ რუსეთში პირველი დეფოლტია.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას „ფარსი“ უწოდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. რუსეთის სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი – ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო, რის შემდეგაც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი დაიწყო, რომელიც დღეს ამოიწურა.

ოკუპანტი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მას სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.