დღეს, 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88.5 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.25 პროცენტით, მაქსიმალური 7.73 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623 პროცენტით განისაზღვრა.
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. სექტემბრის შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით, ხოლო 2 წლიანის 1.3% პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი).
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.
გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები: