დღეს 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 51 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.39 პროცენტით, მაქსიმალური 8.68 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 8.67 პროცენტით განისაზღვრა.
ბოლო ერთ თვეში 5 წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა. შემცირების ტენდენციაა სხვა ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდებზეც (იხ. რაფიკი). საპროცენტო განაკვეთების შემცირება მონატარული პოლიტიკის განაკვეთის და ინფლაციის დონის შემცირებამ განაპირობა.
გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები: