სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 23.7 ათასით გაიზარდა

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 23.7 ათასით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხი 23.7 ათასით გაიზარდა და 275 ათასი შეადგინა. ჯამში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია დასაქმებულთა 15.4%. არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.1 ათასით გაიზარდა და 1 505 ათასი შეადგინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან 1 018 ათასი თვითდასაქმეულია. შესაბამისად, თუ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების სტატისტიკას ვნახავთ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 56 პროცენტია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *