ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვით რამოდენიმე სამინისტროს თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო გეგმა მნიშვნლოვნად ეზრდებათ. ესენია: ჯანდაცვის, თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები. ჯამში, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტი 200 მლნ ლარით იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა ჯანდაცვის პროგრამებზე დაგეგმილზე მეტი ხარჯების გაწევითაა განპირობებული. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვისთვის 570 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ 12 დეკემბრის მდგომარეობით ხარჯმა 613 მლნ ლარს მიაღწია. საბიუჯეტო კანონის ცვლილებით აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 623 მლნ ლარამდე იზრდება, რაც წლის ბოლომდე საკმარისი არ იქნება და გარკვეული ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ პროგრამის დაფინანსების ზრდამ განაპირობა, რომელზეც დამატებით 82 მლნ ლარი გამოიყო.
ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი 69.5 მლნ ლარით იზრდება, რაც განპირობებულია სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაზე გაწეული ხარჯებით.
მთავრობა გაზრდილ ხარჯებს დამატებითი საშინაო ვალის აღებით დააფინანსებს. ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, წელს მთავრობა 200 მლნ ლარის ნაცვლად 380 მლნ ლარის საშინაო ვალს აიღებს.
ცხრილი – სამინისტროების 2016 წლის ბიუჯეტების პირვანდელი და შეცვლილი წლიური გეგმები, მლნ ლარებში: