საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს ქონება ერთ დღეში 1,3%-ით შემცირდა და $53,7 მლრდ შეადგინა. არნოს ქონება ერთ დღეში Forbes-ის მონაცემებით, $690 მილიონით შემცირდა.
ამის მიზეზი კი მისი კომპანიის LVMH-ის აქციების ფასის 3,7%-ით შემცირებაა. ფრანგული კონგლომერატი LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton, სხვა მრავალ ბრენდს შორის Louis Vuitton-ს, Christian Dior-სა და Givenchy-ს აერთიანებს. რამდენიმე თვის წინ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ის Christian Dior-ის მოდის სახლის ერთადერთი მფლობელი გახდება, რისთვისაც ის დარჩენილ 25%-ს 12,1 მილიარდ ევროდ შეისყიდის. ბიზნესმენი Christian Dior Couture-ის შეძენასაც აპირებს, – გარიგების ღირებულება 6,5 მილიარდი ევრო იქნება.
გასულ წელს, LVMH-ის შემოსავალმა 37,6 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე თითქმის 2 მილიარდი ევროთი მეტია.
ბერნარ არნოს ოჯახის მფლობელობაში 70-მდე ბრენდი და 3900-მდე მაღაზია შედის.