საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს. 

საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის “ჭკვიანი საათით” განახორციელონ. 

უკონტაქტო, “ჭკვიანი საათით” გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად, რადგან მას აღარ მოუწევს ბარათების თუ ნაღდი ფულის ტარება. აღსანიშნავია, რომ კომფორტულ, უკონტაქტო გადახდებთან ერთად Garmin-ის საათი ითვლის მომხმარებლის პულს, აკონტროლებს მფლობელის ადგილმდებარეობას, ეხმარება ვარჯიშის განრიგის განსაზღვრასა თუ კალორიების დათვლაში. Garmin-ის ჭკვიან საათს ასევე შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, შემომავალი ზარების მიღება და სხვა მრავალი ფუნქციის განხორციელება. 

გადახდების სისტემა იყენებს ბარათის მონაცემების უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების პროცესისთვის ფაქტობრივი ანგარიშის მონაცემების გამჟღავნების გარეშე. იმისათვის, რომ მოხდეს საათის მეშვეობით გადახდა, საჭიროა მომხმარებელმა დაადოს საათი ტერმინალს. 

ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის Visa პლასტიკურ ბარათს, Garmin-ის საათების შეძენა ექსკლუზიურად შეუძლია საქართველოს ბანკის SOLO ლაუნჯებში, საქართველოს მასშტაბით. 

“მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ ექსკლუზიურად ჩვენს მომხმარებელს და პირველად მთელი კავკასიის რეგიონში. თანამდროვე რეალობაში დროის სწორედ დაგეგმვა და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად დავზოგოთ ბანკის მომხმარებლის დრო და შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული და ამავე დროს ინოვაციური პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ პირველად კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოს ბანკთან და Visa-სთან ერთად გახდა შესაძლებელი – ინოვაციური, უკონტაქტო, Garmin-ის საათით გადახდის მეთოდის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდის Garmin-ის საათით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქციით ისარგებლოს”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის ინტერნეტ გადახდებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მომხმარებლებს სწორედ ასეთ მომავალთან ვაახლოვებთ. ბანკის მომხმარებლები გადახდების განხორციელებას მარტივად და უსაფრთხოდ, გადახდის ტერმინალზე საათის ერთი შეხებით შეძლებენ”,- განაცხადა ვირა პლატონოვამ Visa CISSEE-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *