საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში?

საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში?

საქართველოში სიღარიბე რამოდენიმე მაჩვენებლით განისაზღვრება, ესენია: რეგისტრირებული სიღარიბის და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ზუსტ სურათს, ე.წ. რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი გადმოსცემს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობას (სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობა). 2015 წელს რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელმა 10.1% შეადგინა, ანუ ყოველი მეათა ადამიანი ღარიბია. აღნიშნული მაჩვენებლით, 2014 წელს სიღარიბე 11.6% იყო. 9.7% იყო 2012-2013 წლებში, თუმცა 2014 წლიდან სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლის ზრდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების გათვალისწინებითაა გამოწვეული.

სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. 2015 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.1%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 7.1%.