საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16.5%-ით, ანუ 226.5 ლარით მეტია.
2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 292.7 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით).