2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 333,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს დააქციზის გარეშე). სექტემბერში მობილური ოპერატორების შემოსავლებმა 39,543,777.12 ლარი შეადგინა რაც აგვისტოსთან შედარებით, 2,4 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, წლის პირველ 9 თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23,5 მლნ ლარით გაიზარდა.
შემოსავლები, მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:
• მაგთიკომი – 154,1 მლნ ლარი
• ჯეოსელი – 123,2 მლნ ლარი
• მობიტელი (Beeline) – 55,2 მლნ ლარი
• სილქნეტი – 809 939 ლარი
• ჯიმობაილი – 108 439 ლარი
სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო და მან 18,392,982 ლარი შეადგინა, მას მოსდევს ჯეოსელი 14,542,492 ლარით და ბილაინი 6,513,014 ლარის შემოსავლით.
წლის პირველ 9 თვეში შემოსავალი ყველაზე მეტად მაგთის გაეზარდა და ზრდამ დაახლოებით 10,5 მლნ ლარი შეადგინა. ჯეოსელის შემოსავალი წლიურად საშუალოდ 8 მლნ ლარით გაიზარდა.
საქართველოში მობილურის 5,112,140 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია:
• მაგთიკომი: 2,006,390
• ჯეოსელი: 1,792,935
• ბილაინი: 1,293,131
• სილქნეტი : 18,265
• ჯიმობაილ: 1,419