საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 745 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2-ჯერ (371 მლნ დოლარით) მეტია 2021 წლის მესამე კვარტალის მონაცემებზე.
პირველი სამი კვარტალის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით (845 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. იანვარ-სექტემბერში სულ 1,676 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ესპანეთი (166 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (123 მლნ დოლარი), ირლანდია (120 მლნ დოლარი) და აშშ (65 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა უძრავ ქონებაში (265 მლნ დოლარი), საფინანსო საქმიანობასა (159 მლნ დოლარი) და გართობა-დასვენებაში (143 მლნ დოლარი), ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის ჯანდაცვასა (4 მლნ დოლარი) და ენერგეტიკაში (9 მლნ დოლარი).