საქსტატი: მაისში ექსპორტი 48%-ით გაიზარდა

საქსტატი: მაისში ექსპორტი 48%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მაისში 2021 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი – 48%-ით (164 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 45%-ით (349 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 504 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა.

მაისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -615 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 185 მლნ დოლარით მეტია.

ხუთი თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი – 36%-ით, ხოლო იმპორტი 37%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 37%-ითაა გაზრდილი. ხუთი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2,730 მლნ დოლარია, 2021 წლის ხუთ თვეში -1,943 მლნ დოლარი იყო.

მაისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 ივნისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *