Sayari: რუსული ბანკების ნაწილმა ოქრო დოლარზე გადაცვალა

Sayari: რუსული ბანკების ნაწილმა ოქრო დოლარზე გადაცვალა

ფინანსური დაზღვევის კომპანია Sayari-ის უახლესი კვლევით, რუსულ ბანკთა ნაწილი, არაბთა გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში ოქროთი ვაჭრობით, ნაღდ ფულში დოლარსა და ევროს იღებდა. აღნიშნული გზით, კრემლი გვერდს უვლიდა სანქციებს, რომლებიც მას ბანკნოტების ექსპორტზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა.

Sayari-ის ანგარიშით, 2023 წლის პირველ კვარტალში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ქვეყანაში შემოიტანეს $82 მილიონზე მეტის ეკვივალენტი ევროში, დოლარსა და არაბულ დირჰემში. ორგანიზაცია სქემაში მონაწილეთა შორის ასახელებს Lanta Bank JSC-ს, რომლის მფლობელებიც ოქროს მომპოვებელ GV Gold-ს აკონტროლებენ და, სულ მცირე, კიდევ ერთ კრედიტორს, რომელიც სანქცირებული არ არის.

Sayari-ის მონაცემებითვე, სხვადასხვა რუსი კრედიტორი, ოქროს ბანკნოტებზე  გასული წლის ივლისსა და აგვისტოში ცვლიდნენ, ოქროს მიწოდება კი არაბთა გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის გარდა, განსაკუთრებით ჰონგ-კონგში გაიზარდა.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა კომერციული რისკების დაზვერვის პროვაიდერმა მონაცემები ე.წ. „ზედნადებიდან“ შეაგროვა. ბუღალტრული დოკუმენტი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს დეტალებს იმპორტიორისა და ექსპორტიორის სახელებისა და გადაზიდვებთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ. მონაცემები ცხადყოფს, რომ რამდენიმე სუბიექტის მიერ რუსეთიდან ოქროს გატანისა და ქვეყანაში ნაღდი ფულის შემოტანის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური სისტემისგან თითქმის სრულად გათიშული რუსეთი დოლარებისა და ევროს დეფიციტს განიცდის. სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი ბანკი იმპორტისა და სხვა ტრანზაქციების გასაადვილებლად, ვალუტაზე წვდომის მიღებას სხვადასხვა ხერხით ცდილობდა. თავის მხრივ კი რუსეთი მსოფლიოში ოქროს მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, ყოველწლიურად მოპოვებული 330 ტონაზე მეტი ძვირფასი ლითონით.