საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით. 2014 წლის სექტემბერში 240 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში 186 მილიონი დოლარის. ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით (508 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 9%-ით (557 მილიონი დოლარი).
2015 წლის პირველ ცხრა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 023 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2104 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 49 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ოქტომბერს გამოქვეყნდება.