თიბისი ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.
ბიზნეს აპი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად განახლებადია, ახალი ფუნქციონალი კი იმისთვის იქმნება, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს საქმიანობა.
ასეთია SWIFT გადარიცხვები, მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ნებისმიერ ვალუტაში სხვა ქართულ და უცხოურ ბანკებში.
ბიზნეს აპი ავტომატურ გადარიცხვებსაც გთავაზობთ – მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს გადარიცხვის გრაფიკი (კონკრეტული თარიღები და პერიოდულობა) და მითითებულ დღეებში აპლიკაცია ავტომატურად გადარიცხავს თანხას შესაბამის ანგარიშზე.
შეგიძლიათ გააკეთოთ გადარიცხვების შაბლონები და მოწყობილობის სანდოობა დაადასტუროთ, რის შემდეგაც თანხის გადარიცხვას დამატებითი Digipass ავტორიზაციის გარეშე შეძლებთ.
ბიზნეს აპი საბიუჯეტო გადარიცხვების შაბლონებსაც გთავაზობთ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საბიუჯეტო გადასახადების გადახდის პროცესს, რადგან მომხმარებელს აღარ მოუწევს ყოველ ჯერზე თავიდან შეიყვანოს სახაზინო კოდი.
ამას გარდა, ბიზნეს აპის მეშვეობით უკვე შესაძლებელია კომუნალური გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა, ასევე მობილური ბალანსის შევსება.
ბიზნეს აპის ჩამოწერა აქ შეგიძლიათ: https://bit.ly/tbc-business-app