სინგულარმა ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა

სინგულარმა ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა

განსაკუთრებული მიღწევებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის სინგულარს ოქროს ბრენდის ქანდაკება გადაეცა.

შაბათს, 26 ივნისს, Global Idea-ს ინიციატივით, მცხეთაში, შატო მუხრანში გაიმართა გლობალური ბრენდის დაჯილდოება. ოქროს ბრენდის რიგით მე-16-ე, ყოველწლიური საზეიმო საღამო მიეძღვნა იმ ინდუსტრიებისა და კომპანიების წარმომადგენლების აღიარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთაც საკუთარი ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში  განსაკუთრებული მიღწევები აქვთ.

„სინგულარი ამაყობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ აღიარა, როგორც მზარდი, წარმატებული კომპანია და საერთაშორისო ბრენდი. სინგულარი, დაარსების დღიდან ორიენტირებულია ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებზე და ამავდროულად, გუნდის წევრებისთვის გამორჩეული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჯერა,  რომ ერთი მეორის გარეშე, არ არსებობს. ზუსტად ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შევიტანოთ და გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ შიდა პროცესები და გარე კომუნიკაციის სტრატეგიები. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო Global Idea-ს, საქართველოში ისეთი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიზეიმოთ იმ ბრენდების მიღწევები, რომელთაც საქმიანობა ლოკალური სტარტაპიდან დაიწყეს და ახლა უკვე საერთაშორისო ბაზარზე აგრძელებენ წარმატების ისტორიას“  – ამბობს გიორგი შამუგია, სინგულარის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

საქართველოში, მცხეთაში გამართული დაჯილდოების ცერემონიას, რომელსაც “ბიზნეს სამყაროს ოსკარსაც” უწოდებენ, რეგიონში ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, გამჭვირვალე და პროფესიონალურად წარმართული პროცესის გამო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკის სფეროს ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორები, სახელმწიფო და არასახელმწიფო ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენენ ნომინანტ კომპანიებს.

ნომინანტების შეფასების კრიტერიუმები მოიცავს: ბრენდის ცნობადობას, PR და მარკეტინგული აქტივობების ხარისხს, მენეჯმენტის სისტემებს, ხარისხის მართვასა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, საქართველოში არსებულ მომხმარებელთა გაფართოებულ შერჩევას ეგზავნება კითხვარი, იმისთვის, რომ სწორად შეფასდეს ბრენდის ცნობადობის და ნდობის მასშტაბი.

Global Idea 2006 წლიდან აჯილდოებს კომპანიებს ოქროს ბრენდის წოდებით; ამ ჯილდოს მფლობელ ბრენდებს შორის არიან დიდი ქართული კომპანიები და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბრენდები.