Spider-Man: No Way Home-ის შემოსავალმა $1.7 მილიარდს მიაღწია

Spider-Man: No Way Home-ის შემოსავალმა $1.7 მილიარდს მიაღწია

Marvel-ის უახლესმა ფილმმა, Spider-Man: No Way Home-მა, რომელმაც ბოლო დროს მსოფლიო კინოთეატრების ეკრანები დაიპყრო, გლობალური შემოსავლებით The Lion King-სა ($1.663 მილიარდი – 2019 წელი) და Jurassic World-ს ($1.671 მილიარდი – 2015 წელი) გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე, ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ფილმს მხოლოდ მსოფლიო კინემატროგრაფიის საკულტო ბლოკბასტერები უსწრებენ, მათ შორის Avengers: Infinity War-ი ($2.048 მილიარდი – 2018 წელი), Star Wars: The Force Awakens-ი ($2.068 მილიარდი – 2015), Titanic-ი ($2.2 მილიარდი – 1997 და 2012 წლები), Avengers: Endgame-ი ($2.79 მილიარდი – 2019 წელი) და Avatar-ი ($2.8 მილიარდი – 2009 წელი).

ამასთანავე, No Way Home-მა ქვეყნის შიდა შემოსავლებით Jurassic World-ს, The Avengers-სა და Black Panther-ს გადაასწრო და ყველა დროის ოცდაათი ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სიაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი განსაკუთრებული აღმოჩნდა IMAX-ისთვისაც: ის კომპანიის ისტორიაში რიგით მეათე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა – ამ ტიპის კინოთეატრებში ჩატარებულმა ჩვენებებით გლობალურად $105 მილიონი შეგროვდა.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი: Spider-Man: No Way Home-ის ჩვენება ჯერჯერობით არ შემდგარა ჩინეთში, რის გამოც, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გლობალური კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, Marvel-ისა და Sony-ს უახლესი ფილმი შემოსავლების კუთხით $2-მილიარდიან ნიშანსვეტს მიაღწევს.