Spotify საქართველოში შემოდის. ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიდან ირკვევა, რომელიც კომპანიამ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
საქართველოს გარდა, Spotify კიდევ 80-ზე მეტ ქვეყანაში შედის, რითაც დამატებით მილიარდზე მეტი მომხმარებლის მოზიდვას გეგმავს.
„ახალი ქვეყნების ბაზარი მილიარდზე მეტ ადამიანს მოიცავს, მათი თითქმის ნახევარი უკვე იყენებს ინტერნეტს. ზოგ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ახლა შევდივართ, მაგალითად ბანგლადეშში, პაკისტანსა და ნიგერიაში, ყველაზე სწრაფად იზრდება ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა Spotify-ის პრესსპიკერმა ალექს ნორსტრომმა.
ცნობისთვის, Spotify შვედური აუდიოსტრიმინგ-აპლიკაციაა, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეთ 70 მილიონზე მეტ სიმღერაზე, აუდიომედიაკონტენტსა და ჩანაწერზე. ის ამ დრომდე წარმოდგენილი იყო ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში.
2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, პლატფორმას ყოველთვიურად 345 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.