სტრიმინგის წყალობით, იაპონური ანიმეების ბაზარმა რეკორდულ $20 მილიარდს მიაღწია

სტრიმინგის წყალობით, იაპონური ანიმეების ბაზარმა რეკორდულ $20 მილიარდს მიაღწია

გასულ წელს იაპონური ანიმეების გლობალური ბაზარი 13%-ით გაიზარდა და $20 მილიარდს მიაღწია. ბაზრის რეკორდული ღირებულება უმეტესწილად სტრიმინგ-პლატფორმებს, მათ შორის Netflix-სა და იაპონური ანიმეების მოყვარულებს უკავშირდებათ, რომლებიც მზად არიან, თანხა დახარჯონ ისეთი ფრენჩაიზებისთვის, როგორიცაა “Pokemon”-ი და “Demon Slayer”.

„იაპონური ანიმაციების ასოციაციის“ ანგარიშის თანახმად, ზრდის უდიდეს ნაწილს თავად იაპონია განაპირობებს, 21%-იანი ზრდით, დაახლოებით $10.4 მილიარდამდე. კონტენტის დისტრიბუცია – ტელევიზია, თეატრალური ფილმები, DVD, სტრიმინგი და სხვა – 33%-ით გაიზარდა და ჯამში $2.7 მილიარდი შეადგინა. კინოთეატრების ბაზარი 9%-ით $438 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ანიმემ სალაროებში წლის შემოსავლის მესამედზე მეტი შეადგინა.

გასულ წელს განსაკუთრებით გამორჩეული სტრიმინგი იყო, რომელიც ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და $1.12 მილიარდს მიაღწია. სტრიმინგის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის შემდგომ მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაა, რომლებიც უპირატესობას სახლში ფილმების ყურებას ანიჭებენ. სტრიმინგ-სერვისების მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით მანგაზე დაფუძნებული სერიალები, “Demon Slayer,” “Jujutsu Kaisen” და “Tokyo Revengers” სარგებლობდნენ.

ამ ყველაფერთან ერთად კი გასულ წელს “Demon Slayer”-ისა და “Pokemon”-ის წყალობით, მერჩენდაიზინგი 14%-ით, $4.8 მილიარდამდე გაიზარდა. „პოკემონის“ პოპულარობა გასულ წელს განსაკუთრებით ფრენჩაიზის 25 წლის იუბილემ განაპირობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *