„სწორ დროს, სწორ ადგილას” - SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X-ს სთავაზობს

„სწორ დროს, სწორ ადგილას” - SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X-ს სთავაზობს

SOLO მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით კი ბაზარზე ახალი პროდუქტი SOLO X ჩაეშვა.

SOLO X მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართონ საკუთარი ფინანსები, 24/7-ზე მიიღონ ქოლ ცენტრის მხარდაჭერა და SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად განახორციელონ ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტები.

პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, SOLO X მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე – ინტერნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს SOLO X-ის ბენეფიტების მხოლოდ ნაწილია.

SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი ბენეფიტებით უზრუნველყოფს, მათ შორისაა: აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე.

“SOLO X მომხმარებელზე მორგებული პროდუქტია, რომელიც თითოეულ მათგანს უნიკალური გამოცდილებით უზრუნველყოფს. სწორ დროს, სწორ ადგილას – ეს ჩვენი მთავარი კონცეფციაა, რადგან  SOLO X-ის მეშვეობით მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელ დროს, მათ უნიკალურ მოთხოვნილებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ“, – განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ. S

 

SOLO X-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე:

https://solo.ge/ka/solo/products/solo-x

 

ნახეთ SOLO X-ის ვიდეო:

https://fb.watch/iAkL2CS5DO/?mibextid=NnVzG8